გამაოგნებელი, უღირსი - ნიკა მელია ლევან ბეჟაშვილის ვიცე-სპიკერად დანიშვნის შესახებ

სულ ნახვები : 4,188
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერი ნიკა მელია, ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის პარლამენტის ვიცე-სპიკერად დანიშვნის შესაძლო ფაქტს ეხმიანება.

მელია მიიჩნევს, რომ ეს უღირსი ქმედებაა.

„ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერობისკენ ლტოლვა იმ პარლამენტსა და მოცემულობაში, როდესაც უმრავლესობა არ უჭერს მხარს არცერთ საღ ინიციატივას, აკანონებს ძალაუფლების უზურპაციას, მხარს უჭერს რუსეთთან დაახლოებას, არ იღებს უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტებს, დემოკრატიული პროცესის ჩასაშლელად მიმართავს საბოტაჟს, არ ქმნის საგამოძიებო კომისიებს, მეტი ძალაუფლების მოსახვეჭად იღებენ კანონებს, ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები, აფერხებენ ევროინტეგრაციის სასიცოცხლო პროცესს და ცდილობენ, ჩააგდონ კანდიდატის სტატუსის მიღება, არის აბსოლუტურად გამაოგნებელი, უღირსი და არაპრაგმატული ნაბიჯი. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატების მხარდაჭერა, რომლებმაც მარტში მიიღეს „რუსული კანონი“, აუცილებელია ვიცე-სპიკერის პოსტის დასაკავებლად“, - აცხადებს ის.

ცნობისთვის, ლევან ბეჟაშვილის ვიცე-სპიკერად შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 16 მაისს გავრცელდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა