რომელი ვაქცინის შემოტანას აანონსებს ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში

სულ ნახვები : 337
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი განცხადებას აკეთებს ჩუტყვავილის საწინაააღმდეგო ვაქცინის შემოტანის შესაძლებობაზე საქართველოში.

მინისტრის განცხადებით, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის საქმეს რეგულირების სააგენტო შეისწავლის - „პრობლემა არის არა ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანა, არამედ მისი სრულად ათვისება, რათა შედეგი ეფექტიანი იყოს“.

„ჩუტყვავილასთან დაკავშირებით ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. რაც შეეხება ვაქცინას, ის საქათველოს ისტორიაში კალენდარულ ვაქცინაში არ ყოფილა. ეს არის სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებული , მათ შორის 80% -იანი მოცულობა უნდა იყოს რომ შედეგს ეფექტიანად მივაღწიოთ. ამ ეტაპზე,  ჯანმოდან არ ყოფილა რეკომენდაცია, რომ ამ ტიპის ვაქცინაცია დავიწყოთ“- ამბობს ზურაბ აზარაშვილი.

ჯანმრთელობის მინისტრმა განაცხადა რომ რეგულირების სააგენტო საკითხს (4 წლის ბავშვის გარდაცვალება) სრულყოფილად შეისწავლის და ძალიან მალე  გვეცოდინება, რა მოხდა რეალურად.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
მედიცინა ► Მეტის ნახვა