Credit Suisse -ს ქართველი მაგნატის ბიძინა ივანიშვილისთვის კომპენსაცია დაევალა - WSJ

სულ ნახვები :
122




...
Credit Suisse -ს ქართველი მაგნატის ბიძინა ივანიშვილისთვის კომპენსაცია დაევალა- ამის შესახებ WSJ წერს.
გამოცემის ცნობით, სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse Trust-ის განყოფილებას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისადმი კომპენსაცია დააკისრა, თუმცა გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული ზარალის ზუსტი ოდენობა.
აღნიშნულია, რომ პარასკევის გადაწყვეტილების თანახმად, Credit Suisse Trust Limited-მა ვერ დაიცვა ტრასტის აქტივები. "და, შესაბამისად, დაარღვია თავისი მოვალეობა მოსარჩელეების მიმართ, მათ შორის ქართველი მაგნატისა და პოლიტიკოსის ბიძინა ივანიშვილის"- დასძენს გავლენიანი გამოცემა.