პრეზიდენტის გამოსვლისგან განსხვავებით, მასზე რეაქცია არ იყო ადეკვატური - იაგო ხვიჩია

სულ ნახვები : 327
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქვეყნის საგარეო კურსის შესაძლო ცვლილება  ნებისმიერ კრიტიკულ განცხადებას ნებისმიერ ადგილას ლეგიტიმაციას აძლევს, - ამის  შესახებ Cnews-ს  გირჩის დეპუტატმა  იაგო ხვიჩიამ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაკეთებული  საქართველოს პრეზიდენტის მწვავე გამოსვლის თაობაზე განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის გამოსვლისაგან განსხვავებით არაადეკვატური იყო მმართველი გუნდის რეაქცია  კრიტიკაზე. 

„პრეზიდენტის გამოსვლა,  ცხადია,  კრიტიკული იყო.  მე მგონი,  ქვეყანაში  არსებული პოლიტიკური  სიტუაცია   და ქვეყნის საგარეო კურსის შესაძლო ცვლილება ნებისმიერ კრიტიკულ განცხადებას  ნებისმიერ ადგილას,  სადაც ამის  საშუალებაა,    ლეგიტიმაციას აძლევს. პრეზიდენტის გადასაწყვეტია, რას იტყვის.   მე ეს არ მიმაჩნია  უცნაურად და გაუგებრობად, მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება კეთდებოდა არა პარლამენტში, არამედ 26 მაისის  საზეიმო ღონისძიებაზე. პრეზიდენტის გამოსვლისგან განსხვავებით „ქართული ოცნების“ რეაქცია არ იყო მთლად ადეკვატური და არ შეესაბამებოდა დღევანდელ  დღეს“, - განუცხადა Cnews-ს იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკული გამოსვლისას ქართული ოცნების წარმომადგენლებმა უკმაყოფილება რეპლიკებით  გამოხატეს. გაისმა სიტყვა „მოღალატეც“.   პრეზიდენტის მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები რამდენჯერმე იმდენად ხმამაღლა იყო ნათქვამი, რომ ის პირდაპირი ტრანსლირების ეთერშიც გაისმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა