სასამართლომ გიორგი მუმლაძის პატიმრობის გადაწყვეტილება არ გამოიტანა

სულ ნახვები : 781
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის  საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ზვიად შარაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერის გიორგი მუმლაძის მიმართ პატიმრობის გადაწყვეტილება არ  გამოიტანა. 

სასამართლომ  მუმლაძეს  5 ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა. 

საქმე ეხება 2021 წელს "ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე  მუმლაძის დაკავებისას მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც,  ბრალდებით პოზიციით, მან პოლიციელს ხელი დაარტყა.

როგორც მუმლაძე აცხადებდა,   აქციაზე  სამოქალაქო აქტივისტები  გალში მცხოვრები ქართველებისთვის 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას ითხოვდნენ, ხოლო სასამართლოზე წარმოდგენილ ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, რომ პოლიციელები მასზე ძალადობენ, თვითონ კი თავის გადარჩენას ცდილობდა.


გიორგი მუმლაძის წინააღმდეგ  საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა,  რაც პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას გულისხმობს, ეს კი სასჯელის  ზომად 2-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა