ქართველი ბიჭი რიოს სასტუმროში მოკლული და დაბმული იპოვეს; ეჭვმიტანილი დაკავებულია - რა მოხდა ბრაზილიაში?!

სულ ნახვები : 1,640
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

31 წლის ქარველი  ილია კახაბერიძე გარდაცვლილი იპოვეს ლაპაში, რიო-დე-ჟანეიროში, სასტუმროს ნომერში, სამშაბათს დილით.

TV Globo-ს ცნობით,  გემის ინჟინერიის  ქართველი ოფიცერი, რომელიც საქართველოდან არის, სასტუმროში დაახლოებით ღამის 2 საათზე მივიდა მამაკაცის, სახელად უოლას დე ოლივეირა გომესის თანხლებით.

სასტუმროს თანამშრომლის თქმით, უოლესი სასტუმროდან  დილის 6 საათისთვის  გავიდა.  რამაც ყურადღება მიიპყრო და ადგილის შემოწმება გადაწყვიტა. სასტუმროს ნომერში ასულს კი, ქართველი სტუმარი  დამბული  და მკვდარი დახვდა.

31 წლის ილია კახაბერიძე  ცხედარი  ამ დროისათვის ბრაზილიის იურიდიულ სამედიცინო ინსტიტუტში გადაასვენეს. 

ადგილობრივი  მედიის ცნობით, ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება კამერების საშუალებით მოხდა და ის მალევე დააკავეს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

ილია კახაბერიძე უზომოდ უყვარდა  თავისი საქმიანობა, სიამოვნებას ანიჭებდა  მოგზაურობა,  უცხო ქვეყნების,  კულტურებისა და ადამიანების გაცნობა.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა