უფრო აქტიურად გააგრძელებენ ანტირუსული პროპაგანდის გეგმის განხორციელებას - მიხეილ სარჯველაძე ელენე ხოშტარიაზე

სულ ნახვები : 281
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ბუნებრივია, საზოგადოება ამ კითხვას სვამს და იმსახურებს, რომ ქალბატონმა ხოშტარიამ პასუხები გასცეს“ - ასე ეხმიანება უმრავლესობის წარმოამდგენელი მიხეილ სარჯველაძე, პაარტია „დროა“-ს ლიდერი, ელენე ხოსტარიას ირგვლივ განვითარებულ პროცესებს. 

მისი თქმით, იმ ინფომაციის შემდგომ, რომელიც გავრცელდა და რუსეთიდან ხოშტარიას ოჯახსი გადმორიცხულ თანხას უკავშირდება, კონკრეტული კითხვები ჩნდება, რომლებიც კონკრეტულ პასუხებს იმსახურებენ.

„არ ვიცი, რა შეფასება უნდა გავაკეთო, ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ უფრო აქტიურად გააგრძელებენ ანტირუსული პროპაგანდის გეგმის განხორციელებას, თუ შესრულებას. არ ვიცი, უცნაურად გამოიყურება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ალბათ, თითოეულ ადამიანს, ვის მიმართაც აგრესია განუხორციელებია ელენე ხოშტარიას, ყველას უჩნდება სამართლიანი კითხვა: თუკი ყველაფერი მიუღებელია რუსული, მაშინ რატომ არის თავად ხოშტარია ასეთი დაფინანსების მიმღები. ბუნებრივია, საზოგადოება ამ კითხვას სვამს და იმსახურებს, რომ ქალბატონმა ხოშტარიამ პასუხები გასცეს. ამის იქით სხვა შეფასების გაკეთება, უბრალოდ შეუძლებელია“, - აცხადებს სარჯველაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა