21-ე საუკუნეში ვერტმფრენის პრობლემა რომ აქვს ქვეყანას, ყველაფერზე საუბარი ზედმეტია - მამუკა ხაზარაძე

სულ ნახვები : 254
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

21-ე საუკუნეში ვერტმფრენის პრობლემა რომ აქვს ქვეყანას, ყველაფერზე საუბარი ზედმეტია - წერს სოციალურ ქსელში წერს პარტია ლელო საქართველოსთვის ლიდერი, მამუკა ხაზარაძე.

"უკვე მერამდენედ აღმოვჩნდით უსუსურები, თუნდაც ელემენტარულად მომზადებულები, ასეთი სტიქიური ტრაგედიის დროს! ვუსამძიმრებ ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ოჯახებს, იმედია დაკარგულ ადამიანებს მივაგნებთ.

21-ე საუკუნეში, რთული რელიეფის და ბუნებრივი სტიქიებით აქტიურ ქვეყანაში, ვერტმფრენის და შესაბამისი ტექნიკის პრობლემა რომ ექნება სახელმწიფოს, იქ სხვა ყველაფერზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური, უპასუხისმგებლო და კორუმპირებული მთავრობა!

სანამ ასეთი ხელისუფლება გვეყოლება, სულ ამ გაუგებრობაში იქნება ქვეყანაც და საზოგადოებაც…

ჩემი მხარდაჭერა მაშველებს!"-წერს მამუკა ხაზარაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა