„ნარტყამი აქვს აგური და როგორც ირკვეევა წელსქვემოთ მოწყვეტილია“ - კასპში შშმ პირს სცემეს

სულ ნახვები : 1,345
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კასპში შშმ პირს სცემეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოქალაქე ავრცელებს.

მისი ცნობით, სავარაუდო დამნაშავის ვინაობა ნაცემმა პირმა დაასახელა და მასზე ამჟამად ძებნაა გამოცხადებული:

"ტაჭკით მოსიარულე გიოს ყველა იცნობთ ალბათ.
გუშინ შეაღამებისას ლიბრეში წვენის საყიდლად შესულა. როდესაც გარეთ გამოვიდა მაღაზიიდან 50 წლამდე მამაკაცი აჰყვა, რომელმაც მანქანით გასეირნება შესთავაზა. უარი უთქვამს გიორგის, თუმცა ძალით ჩაუსვია. ამის შემდეგ მეტეხისკენ წაუყვანია სადგურის ტერიტორიასთან და სასტიკად უცემია. ნარტყამი აქვს აგური და როგორც ირკვევა, ამ დროისთვის წელსქვემოთ მოწყვეტილია. 
უგონო მდგომარეობაში ადგილობრივს უპოვია და 112-ზეც მას დაურეკავს. პირველად კასპის საავადმყოფოში გადაიყვეს და ამ დროისთვის უკვე მცხეთის კლინიკაშია მოთავსებული. 
იმდენი შესძლო სასტიკად ნაცემმა შშმ პირმა, რომ პიროვნების სახელიც თქვა და მანქანის მარკა და ფერიც გაიხსენა. ასევე გაიხსენა, რომ როდესაც ნაცემი რაღაც შენობასთან დააგდეს, ცოტა ხანში სხვა პიროვნებებთან ერთად მისულა და ერთმანეთში საუბრობდნენ, რომ უკვე მკვდარი იყო თურმე.
ამ დროიათვის პირი ამოცნობილია და მასზე ძებნაა გამოცხადებული.
როგორ უნდა გაიმეტოს ადამიანმა ეს ბიჭი, როცა ვერც ნორმალურად საუბრობს, ვერც ნორმალურად დადის და რაც შეუძლია იდეალურად, ეს მხოლოდ შრომაა. 
სასატიკი უნდა იყოს პოლიცია ამნაირი კრიმინალების მიმართ!" - წერს ირაკლი მილაძე სოციალურ ქსელში.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა