ბორელის წასვლისთანავე გამოცხადდა ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა - რას წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში?

სულ ნახვები : 1,394
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში, ხელისუფლების მხრიდან იმ ნაბიჯებზე საუბრობს, რომელიც ჯოზეფ ბორელის წასვლისთანავე გადაიდგა და რომლებიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟს ემსახურება:

"ჩამონათვალში, სხვა საკითხებს შორის, იყო საგარეო პოლიტიკის თანხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან, პოლარიზაცია (და ამ კუთხით ახალ ფაქტორად შეფასდა პრეზიდენტის იმპიჩმენტი) და მედია.

ბორელის წასვლისთანავე:

გამოცხადდა ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა;

იმპიჩმენტის პროცედურა ოფიციალურად დაიწყო და წარდგინება გაეგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოს;

მიშა მშვილდაძის ცემის საქმე საგამოძიებო სამსახურმა ოფიციალურად დახურა. ცხადია, არც გამოიძიებდა, მაგრამ საქმის დახურვა მომავალ წელს ამ დროსაც უპრობლემოდ შეეძლოთ. არა, მაინცდამაინც დღეს გადაწყვიტეს.

სერიიდან: ქოცებს არ უნდათ სტატუსი, კი არ ვაჭრობს ან არ გამოსდის, არ უნდა,“- წერს ნიკა გვარამია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა