თსუ ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ მეთხუთმეტე სეზონს ხვდება

სულ ნახვები : 420
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს, 18 სექტემბრიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ მეთხუთმეტე სეზონი დაიწყო, - ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

კონკურსი შემოიკრებს მათ, ვინც ქმნის პროზაულ ნაშრომებს, სურს მიიღოს ლიტერატურული გამოცდილება, გაიცნოს სფეროს წარმომადგენლები და გააცნოს თავისი ნაშრომი საქართველოს.

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ. სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ტრადიციულად ორ ეტაპად იმართება. პირველ ტურში სტუდენტები კონკურსის აპლიკაციას ავსებენ და ნებისმიერი სახის პროზაულ ნაშრომს აგზავნიან (თემა და ჟანრი შეუზღუდავია); შემოსული ნაშრომებიდან, შიდა შესარჩევი ჟიური გამოავლენს 10 ფინალისტს, რომლებიც იმპროვიზაციულ ტურში გადაინაცვლებენ და ახალ ნაშრომებს უკვე ჟიურის მიერ მიწოდებულ თემაზე შექმნიან. ყოველწლიურად კონკურსის ჟიურიში ქართველი მწერლები, ლიტერატურათმცოდნეები, პუბლიცისტები, მთარგმნელები და კრიტიკოსები ერთიანდებიან.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულადი პრემია 1000, 700 და 500 ლარის ოდენობით და პარტნიორის სპეციალური პრიზები გადაეცემათ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა
განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა