ბათუმის მერია თანხების მოპარვაში ამხილეს

სულ ნახვები : 442
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბათუმის საკრებულოს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა რეზო ხარაზმა დღეს, 18 სექტემბერს ბრიფინგი გამართა, სადაც სახელმწიფო აუდიტის დასკვნის საფუძველზე, ქალაქ ბათუმის მერია თანხების მოპარვაში ამხილა. 

ხარაზის მტკიცებით ბათუმის მერი კორუმპირებულია და ის ქალაქში შესრულებული სხვადასხვა სახის სამუშაოებიდან, ფულს საკუთარ ჯიბეში იდებს. 

„როცა სოციალური შემწეობა ამ ქვეყანაში იქცა ერთადერთ შემოსავლის წყაროდ ჩვენი ჯახებისთვის, ამ დროს ოლიგარქის ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, ფულის მითვისებას. 

ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვამხელდით ამ ხელისუფლებას და ამ ადამიანებს. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და მას არ სჭირდება იმის შეხსენება, რომ ეს ხელისუფლება არის კორუმპირებული. მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო სახელმწიფო აუდიტის დასკვნას, ეს იქნება დოკუმენტი, რომლითაც პასუხს ვაგებინებთ ყველა იმ მაღალჩინოსანს, რომელმაც 5 000 ბავშვი ამ ქვეყნიდან გაუშვა საზღვარგარეთ“, - განაცხადა ხარაზმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა