ვაგრძელებ ჩემს ვიზიტებს და მალე წავალ ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, ბელგიაში - ზურაბიშვილი

სულ ნახვები : 352
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გააგრძელებს მის ვიზიტებს და მალე წავა ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთსა და ბელგიაში.

"მე ვიქნები თქვენთან. მე ვიქნები ყველგან, სადაც შემიძლია და გავაგრძელებ ჩემს ვიზიტებს და მალე წავალ ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში ვიქნები, ბელგიაში, როგორც უძველესი უძველესი ქვეყანა და ევროპალია... მაგრამ ყველა უნდა გააკეთოს, ის რაც გააკეთოს. ყველაზე დიდი როლი მედიას აქვს, რომ არ მისცეს საშუალება არავის, სხვადასხვა საკითხებით იყოს გადაფარული, ის, რაც არის მთავარი. მთავარი არის ის, რომ ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებს უნდა ევროპული მომავალი, სხვა მომავალი არ გვაქვს და სხვა მომავალი არ შეიძლება, რომ იყოს რუსეთი. საქართველო ამას არ დაუშვებს. მე არ დავუშვებ, თქვენ არ დაუშვებთ და არავინ არ დაუშვებს. ჩვენ არავინ არ შეგვაშინოს, არავინ დაგვაჯეროს, რომ რაღაც შეუძლებელია. ყველაფერი ჩვენს ხელშია და ამას ვერავინ ვერ დაგვაკარგვინებს. ვინც ამას ეცდება ის თვითონ დაიკარგება", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა