ბანდიტური დაჯგუფება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აზარალებს - ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებაზე“

სულ ნახვები :
208




...
ეს არის ერთი ბანდიტური დაჯგუფება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აზარალებს , - განაცხადა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ქართული ოცნების შესახებ.
მისი თქმით, მმართველი ძალა მთლიანად გადაეფარა აშშ-ს მიერ დასანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს. .
„არათუ გამოძიებას არ იწყებენ, ანგარიშების დაყადაღებაზეც კი ისტერიკას აწყობენ. ეს არის კიდევ ერთი დასტური რომ ისინი თავიდან ბოლომდე - პოლიტიკურად, სამართლებრივად, ფინანსურად ეფარებიან ფარცხალაძეს. ამით კიდევ უფრო ნათელი ხდება, რომ ეს არის ერთი ბანდიტური დაჯგუფება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აზარალებს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.