ეს არ არის სიმართლე, აბსოლუტურად ტყუილია - რა უპასუხა ანა დოლიძემ გიორგი ამილახვარს ?

სულ ნახვები : 746
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე  საქართველოს განათლების მინისტრის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც განათლების მინისტრი საჯარო სკოლებში სასკოლო კვების  სრულიად უფასო სისტემაზე გადასვლის  შეუძლებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ: „ ვერსად დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ მოდელს, სადაც სასკოლო კვება სრულიად უფასოა“.

ანა დოლიძე საქართველოს მინისტრის განცხადებას „აბსოლუტურ ტყუილს“ უწოდებს და მას  ფბ-ზე საჯაროდ პასუხობს: 

„პირველ რიგში, ეს არ არის სიმართლე. აბსოლუტურად ტყუილია და ძალიან ბევრ ქვეყანაში ფინანსდება საჯარო სკოლების ყველა საფეხური, მაგალითად, ესტონეთში. მაგრამ ამავე დროს ამაზე კი არ არის საუბარი, აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენთან საერთოდ არ არის ეს პრიორიტეტი. არადა ეს არის საკითხი, რომელსაც მარტივად დაფარავდა ის მილიონები, რომელიც იხარჯება სახელმწიფო მანქანებში და მათ ბენზინში. ეს რეალურად იქნებოდა ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის მომავალში“, - წერს ანა დოლიძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა