საკუთარი თავი გარიცხული ჰყავს მელიას - ლევან ხაბეიშვილი

სულ ნახვები : 411
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„რაც შეეხება კონკრეტულ ადამიანს, ვისი ჭირ-ვარამიც, წუწუნი და ვერ შეუგუებლობა ამ თვეების განმავლობაში ყბადაღებული თემა გახდა. ნაცვლად ხალხის პრობლემებზე საუბრისა, მხოლოდ მის პრობლემებზე მოთქვამს. ეს ადამიანი ან მიიღებს გადაწყვეტილებას 23 ნოემბრამდე და მოაწერს ხელს მანიფესტს, ან მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ამ დროისთვის საკუთარი თავი გარიცხული ჰყავს მელიას საკუთარი პოზიციებით“ - ამის შესახებ დღეს, 20 ნოემბერს ენმ-ს ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა. 

მისი თქმით, პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია უკვე აღარ არის პარტიის წევრი და ეს იკვეთება მისი ქმედებებიდან და განცხადებებიდან.

„ნიკა მელია პარტიიდან ამ დროისთვის ფაქტობრივად, მისივე გადაწყვეტილებით, გარიცხული და გარიყულიცაა. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, თუ მელია მოგვმართავს მის სტატუსთან დაკავშირებით, აუცილებლად ადეკვატურ პასუხს მიიღებს, თუ დაინტერესდება, არის თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მას შემდეგ თუ არ მიიღებს გადაწყვეტილებას [მანიფესტზე]. შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ხელს აწერს და მე არანაირი პრობლემა არ მაქვს. მობრძანდეს, თუ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა ბრძოლა. თუ სხვა მიზნები და ამოცანები აქვს, დიდი ხანია გარიცხულია. თუ იურიდიულად დააინტერესებს, „მგლის ბილეთი“, მოგვწერს და გავცემთ პასუხს არის თუ არა წევრი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა