არ მახსენდება ქალი დეპუტატი ოპოზიციიდან, რომელიც რეგულარულად არ უზრდელობს - ირაკლი კობახიძე

სულ ნახვები : 152
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მე არ მახსენდება ქალი დეპუტატი ოპოზიციიდან, რომელიც რეგულარულად არ უზრდელობს,  - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

კითხვაზე  ქალი დეპუტატების მიმართ პარლამენტში განხორციელებული ძალადობისა და მათ მიმართ გაკეთებული განცხადებების შემდგომ აპირებენ თუ არა საპარლამენტო რეგლამენტში ცვლილებას, განაცხადა, რომ  აქ აქვს იმედი.  რომ რეგლამენტის ცვლილებას ქალი დეპუტატების უზრდელობას რამეს უშველის. 

კობახიძე ოპოზიციონერ დეპუატებს მოუწოდებს უზრდელობას შეეშვან, უმრავლესობის წარმომადგენლებს კი ურჩევს არ ჰქონდეთ რეაგირება პროვოკაციებზე. 

„ მე არ მახსენდება ქალი დეპუტატი ოპოზიციიდან, რომელიც რეგულარულად არ უზრდელობს. თითქმის არ მახსენდება, შეიძლება არის ერთი ან ორი, მაგრამ უმეტესობა ამ ქალი დეპუტატებიდან უბრალოდ რეგულარულად უზრდელობს, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა. ისინი ახდენენ ყველაფრის დისკრედიტაციას, პოლიტიკაში ქალის როლის დისკრედიტაციას, კვოტების დისკრედიტაციას და ა.შ. ამიტომ, ჩემი თხოვნაა, რომ ნუ იქნება ცალმხრივი შეფასებები, სრულად შეაფასეთ ის ინციდენტები, რომელიც ხდება. როდესაც გამოდის ვიღაც ქალი დეპუტატი ოპოზიციიდან, უზრდელობს, გეძახის პუტინისტს, კორუმპირებულს და ა.შ. ამაზე ვიღაცას რომ აქვს თუნდაც გადაჭარბებული რეაქცია, ორივე მხარე სათანადოდ უნდა შეაფასოთ და არა, ცალმხრივად გააკეთოთ შეფასებები. რაც შეეხება რეგლამენტში ცვლილებას, ამ ქალი დეპუტატების უზრდელობას რას უშველის, არ ვიცი.

რაც შეეხება ჩვენს დეპუტატებს, ჩვენი დეპუტატების შემთხვევაში მე არ მახსენდება უზრდელობის ფაქტი. იყო ერთი გადაჭარბებული განცხადება, რასთან დაკავშირებითაც საპარლამენტო უმრავლესობიდან ერთ-ერთმა დეპუტატმა ბოდიშიც მოიხადა. თუმცა თქვენ ვერ გაიხსენებთ ვერცერთ ბოდიშს ოპოზიციონერების მხრიდან. იყო მეორე შემთხვევაც, როდესაც აბსოლუტურად უზრდელური განცხადებები იყო და ამაზე მისცა შეიძლება გადაჭარბებული რეაქცია ერთ-ერთმა დეპუტატმა. რა თქმა უნდა, მე, ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსაც მოვუწოდებ, რომ არ აჰყვნენ ასეთ პროვოკაციებს, თუმცა მარტივი არ არის ხოლმე, ადამიანს ხანდახან ნერვები უმტყუნებს, როდესაც ასეთ უხეშ უზრდელობას ისმენს, ეს არის საერთო სურათი. ამ ყველაფერს რა უნდა უშველოს საკანონმდებლო ცვლილებებმა, მე არ ვიცი“, - განაცხადა კობახიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა