ვნახეთ პარტიის თავმჯდომარის განცხადება, რომელიც ძალიან აბუჩად იგდებს ათიათასობით პარტიის წევრს - მელია

სულ ნახვები : 281
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"საზოგადოებამ იხილა მიხეილ სააკაშვილის სურვილი, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭოდან ხალხი არ უნდა გარიცხულიყო, მაგრამ ამ დროს ვნახეთ, მეორე მხრივ პარტიის თავმჯდომარის განცხადება, რომელიც ძალიან აბუჩად იგდებს ათიათასობით პარტიის წევრს და იმუქრება მგლის ბილეთების გადაცემით", – ამის შესახებ "აციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ერთობა სადღაც დაირღვა მაშინ, როდესაც პარტიის წევრები პარტიის პოლიტიკური საბჭოდან გაყარეს.

"ეს უპირველეს ყოვლისა მას აკნინებს, სხვას არავის. ერთობის საკითხი აქტუალურ დღის წესრიგში რატომ დადგა? ე.ი. ეს ერთობა სადღაც დაირღვა მაშინ, როდესაც პარტიის წევრები პარტიის პოლიტიკური საბჭოდან გაყარეს. როდესაც შეცდომის გამოსწორება გინდა, ეს შეცდომა უნდა აღიარო. როდესაც პრობლემის მოგვარება გინდა, ეს პრობლემა უნდა დაინახო. როდესაც შენ არა თუ კრიზისს, არამედ პრობლემასაც არ აღიარებ პარტიაში, არადა პასუხისმგებელი ხარ პარტიის მენეჯმენტზე, ბუნებრივია, შენ არ გინდა ერთობა. 40 000 პარტიის ხელმომწერი არის მანიფესტზე, რომელიც ჩვენ წარვუდგინეთ გამოსავლის სახით, არაფრად არ აგდებს არცერთი მენეჯმენტის წევრი. სურთ თუ არა მათ, ასახონ ხალხის ინტერესი, სურთ თუ არა მათ ხელისუფლების ცვლილება, რეალობის დანახვა ისეთად როგორიც არის, ამ ყველაფერზე პასუხი უნდა გაგვცეს მენეჯმენტმა. ეს არის ორჯერ ორი ოთხი, ცხრა თვის მანძილზე ამ ადამიანებს პარტიის ხლეჩის გარდა არაფერი უკეთებიათ. თუ რა იდგა ამის უკან, რა განზრახვა, რა შორსმიმავალი გეგმა იყო, მომავალი ამაზე პასუხს გაგვცემს. დღეს ეს ადამიანები იქცევიან ისე, როგორც ეს აწყობს ხელისუფლებას, მათ წისქვილზე ასხამს წყალს ყველა მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი. ჯერ მანიფესტზე საუბარი არ არის, არავის უნახავს მანიფესტი. აქ საუბარია იმ ნებაზე, რომელსაც არ გამოხატავს მხარე უკვე ცხრა თვეა“, – განაცხადა მელიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა