უკანონო თევზჭერა აფხაზეთში

სულ ნახვები : 4,629
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების  მიერ გავრცელებული ვიდეო კადრები, სადაც თურქული დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემებია აღბეჭდილი, რომლებიც გუდაუთის სანაპიროსთან თევზჭერას ახორციელებენ, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა საქართველოში.

საინფორმაციო სააგენტო CNews დაინტერესდა, ვინ უნდა გასცეს ნებართვა აფხაზეთის შემადგენლობაში არსებულ წყლებში თევზჭერასთან დაკავშირებით და შეიძლება თუ არა, რომ თურქული მხარე, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, უხეშად არღვევდეს კანონს ოკუპაციის შესახებ.

აღნიშნულის თაობაზე CNews პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერს, პაატა დავითაიას ვესაუბრეთ.

ირღვევა თუ არა ამ შემთხვევაში თურქული მხარის მიერ კანონი, როდესაც ისინი ახორციელებენ თევზჭერას აფხაზეთის ტერიტორიაზე?

აფხაზეთის ომის შემდეგ 1992-93 წლებში, თურქული მხარე არაერთხელ არღვევდა საქართველოს ტერიტორიაზე კანონს, კერძოდ კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შედიოდა და უკანონოდ ახორციელებდა თევზჭერას. ნეიტრალური წყლებით ხდება შესვლა ამ ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში ირღვევა ორი კანონი: კანონი ოკუპაციის შესახებ ა მეორე საქართველოში თევზჭერის შესახებ.

როდესაც თურქული სეინერები შემოდიან ფოთის აკვატორიაში და ბათუმის აკვატორიაში თევზის დასაჭერად, ისინი იხდიან სპეციალურ გადასახადს თევზჭერასთან დაკავშირებით, რომელიც არის ძალიან დიდი თანხები და ის შედის საქართველოს ბიუჯეტში.

რა ხდება ამ შემთხვევაში?

აქედან გამომდინარე, ახლა როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ თურქული მხარე შევიდა აფხაზეთში, პირდაპირ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ხდება საქართველოს გვერდის ავლით. ისინი ნეიტრალური წყლებით შედიან ოკუპირებულ აკვატორიაში, აფხაზეთში კერძოდ და თანხებს კორუფციული გზით, უხდიან სეპარატისტულ მთავრობას ლიცენზიაში, რომლის ღირებულებაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე საქართველოში, რათა მათ განახორციელონ იქ თევზჭერა და შემდგომ ისევ ნეიტრალური წყლებით გადის. აქედან გამომდინარე გვერდს უვლიან ქვეყნის ბიუჯეტს და საქართველოს ბიუჯეტში არ შედის თანხები ქვეყნის ტერიტორიაზე თევზჭერასთან დაკავშირებით.

როგორი უნდა იყოს ქართული მხარის პოზიცია?

ახლა პრინციპული არის, რომ გატარდეს გარკვეული ღონისძიებები. პირველ რიგში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, კერძოდ კი თურქეთში საქართველოს საელჩო, უნდა დაუკავშირდეს თურქეთის ეკონომიკის სამინისტროს და ის კომპანიები, რომლებიც შედიან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ იხდიან საქართველოს ბიუჯეტში თანხას, იქნენ დაჯარიმებული და მათ აეკრძალოთ შემოსვლა ფოთისა და ბათუმიs აკვატორიებში.

მერე საკითხი, უნდა ეცნობოს თურქეთის მთავრობას, რომ ისინი არღვევენ კანონს ოკუპაციის შესახებ, რაც aრის სისხლის სამართლით დასჯადი ქმედება და შემდგომ ჩვენმა მესაზღვრეებმა მკაცრ კონტროლზე უნდა აიყვანონ ის სეინერები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შედის. ეს ღონისძიებები თუ არ გატარდა, ჩვენ მივიღებთ იმას, რომ ჩვენი კუთვნილი ფლორა, რომელიც რის ზღვაში, ამ ფლორა ეპატრონება რომელიღაც ბიზნესმენი, რომელიც კორუფციული გზით და გარიგებით სეპარატისტთა ხელისუფლებასთან ახორციელებენ ამას.

თუ ჩვენ არ დავიკავეთ პოზიციები, საქართველოს ბიუჯეტი და არა მარტო ბიუჯეტი, ის ფლორაც რომელიც არის იქ ზიანდება. წარმოდგენა, რომ გქონდეთ თუ რატომ არის ოკუპირებული ტერიტორიები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ თურქეთისთვის. როდესაც თურქული სეინერები ახორციელებენ თევზჭერას ბათუმისა და ფოთის აკვატორიაში, დიდი რაოდენობით ხდება თევზჭერა და განსხვავებით ოკუპირებული ტერიტორიისა, თევზი რეალურად გადის დასასვენებლად და თავს იყრის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც შემდგომ ეკონომიკურად მომგებიანია, თუ იქ ახორციელებ თევზჭერას. ქართული გემები იქ ვერ შედის, რუსული სეინერები და თურქული მხარე შედის, რუსები იმდენად არ ვაჭრობენ თევზით, როგორც თურქეთი, შესაბამისად ჩვენ ვიღებთ თურქულ შემოსევას ამ მიმართულებით.

გიგა გელხვიიძე,  CNews.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
ინტერვიუ ► Მეტის ნახვა