ხალხის ფულის მთქვლეფავები - ალეკო ელისაშვილი ,,ლეიბორისტულ“ პარტიაზე

სულ ნახვები : 128
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,მე ამ უდღეურის და არარაობის მოსმენას არ ვაპირებ. ისეთი რაღაცები იკადრა და ისეთ ზღვარს გადააბიჯა ბატონმა გუგავამ, მთელი დღეა ვცდილობ, რომ ძალიან შევიკავო თავი“, - ამ სიტყვებით მოიხსენია პარტია ,,მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ,,ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი გიორგი გუგავა.

ელისაშვილის თქმით, კარგია ინიციატივა და ის მხარს დაუჭერს ამ წინადადებას, რომლის მიხედვითაც, პარტიები, რომლებიც ხალხის მიერ მიცემულ მანდატს არ გამოიყენებენ, საბიუჯეტო დაფინანსების გარეშე დარჩებიან.

,,ამას რა ენაღვლება, წამოკოტრიალებული იყო თავის პარტიაში და ხალხის ფულს ჭამს. ოპოზიციაში გამილიონერებული პარტია გინახავთ? აი ამათი პარტიაა. მოდით ჩემს სახლში და ყველაფერს გაჩვენებთ, საბანკო ანგარიშებსაც, ჩემს მანქანასაც, რომელსაც ხან რა უფუჭდება და ხან – რა 2001 წლის მანქანა მყავს, და მერე წადით, შალვა ნათელაშვილის სახლი ნახეთ დუშეთში. ეს პარაზიტები, ეს ხალხის ფულის მთქვლეფავები. თვითონ იშოვონ ფული, პარაზიტებივით რომ ასხედან ხალხს, რა გაუკეთებიათ ჩვენზე მეტი?!“, -განაცხადა ელისაშვილმა გადაცემა ,,პირველ ხაზში“ სტუმრობისას.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა