დატოვებს თუ არა ირაკლი კობახიძის ცოლი თანამდებობას?

სულ ნახვები : 2,158
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პრემიერობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მეუღლე, ნატალია მოწონელიძე,  სსიპ "საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს“ ხელმძღვანელობს, ეს უწყება კი პრემიერმინისტრთანაა ანგარიშვალდებული - კითხვაზე რა ზომებს მიიღებს კობახიძე ამასთან დაკავშირებით, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  მას შემდეგ რაც პრემიერი ოფიციალურად გახდება, მისი ცოლი ამ თანამდებობას დატოვებს.

„არავითარი ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება. კანონმდებლობაც ითვალისწინებს შესაბამის ზომებს, თუმცა, რომც არ ითვალისწინებდეს, რა თქმა უნდა, გამოირიცხებოდა ყველანაირი ფორმალური თუ არაფორმალური ინტერესთა კონფლიქტი“ , - განმარტა კობახიძემ.

კითხვაზე: თქვენი ოჯახის წევრი დატოვებს თანამდებობას? კობახიძე პასუხობს: „დიახ, რა თქმა უნდა“.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა