კორუფციული ბუდე არ დაშლილა - გიორგი ბოტკოველი ახალ მინისტრთა კაბინეტზე

სულ ნახვები : 164
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

როგორი კორუფციული მმართველობაც იყო, ბიძინა ივანიშვილის პარტიის პირობებში, ასევე გაგრძელდება - ასე ეხმიანება სამთავრობო ცვლილებებს, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბოტკოველი.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება პრემიერი, რადგანაც მართვის სქემა უცვლელია და ის მიმართულია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების გამდიდრებისკენ, კორუფციული გზებით.

„კობახიძე დღეს პრემიერ-მინისტრი იქნება თუ არ იქნება, ის ოლიგარქიული რეჟიმი იმ ხაზს გაგრძელებს, რომ მაქსიმალურად საკუთარი გამდიდრებისთვის იზრუნონ და არაფერი გააკეთონ ხალხისთვის, რომლებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა და გვერდით დგომა, რომ ჰქონდეთ ღირსეული შემოსავალი და ოჯახები არჩინონ, რათა არ გადაიხვეწონ სხვა ქვეყნებში იმისთვის, რომ შეინახონ ოჯახები.

ამიტომ, კორუფციული ბუდე არ დაშლილა, ეს კორუფციული ბუდე აგრძელებს მთავრობის დაზიანებას“, - განაცხადა ბოტკოველმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა