მშიშარა კაცია ეგ კობახიძე - დავით ჩხობაძე პრემიერზე

სულ ნახვები : 199
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კობახიძემ უნდა იცოდეს და გაიგოს, რომ ის არის ცუდი კაცი, რომელსაც აქვს წარსულის უამრავი შეხდომა - ამის შესახებ, მთავრობის სხდომის პარალელურად გამართულ ბრიფინგზე, სტუდენტური მოძრაობა „ნაბიჯი“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ჩხობაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კობახიძე არის მშიშარა ადამიანი, რომელსაც საკუთარი სტუდენტების ეშინია. 

„ეს არის სამარცხვინო ადამიანი, რომელიც ხუთი წლის წინ ჩამოალაბორანტეს, იმის გამო, რომ რუსი გავრილოვი ჩასვა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.

ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას ვინ არის ირაკლი კობახიძე. ის არის ადამიანი, ლექტორი, რომელსაც სტუდენტები რუბლებს თავზე აყრიან. ლექტორი რომელიც თავის აუდიტორიაში ვე შედის ათი კაცი დაცვის გარეშე, მშიშარა კაცია ეგ კობახიძე, ამიტომ მოაწყო ის რაც ხდება აქ. ირაკლი კობახიძე უნდა იყოს „ქართული ოცნების“ ბოლო პრემიერი“, - განაცხადა ჩხობაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა