„ქართული ოცნების“ მთავარი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ ოპოზიცია არის დაქსაქსული - ვახტანგ მეგრელიშვილი

სულ ნახვები : 264
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართული ოცნების“ მთავარი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ ოპოზიცია არის დაქსაქსული, ერთმანეთს არ ენდობა, ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს აზარალებს. ასეთი ტყუილების და დაპირებების ფარგლებში შეუძლებელია, თქვა, რომ ჩვენ ვართ ოპოზიცია და ვაპირებთ, ერთად მოვიგოთ. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მოვიგო „ლელოსთან“ ერთად,  – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

„ჩვენი საზოგადოების თუ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების მთავარ პრობლემად მივიჩნევთ იმას, რომ ოპოზიციაში მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაა,  რომელიც განპირობებულია მისკომუნიკაციით, უნდობლობით და იმ ისტორიით, რომელიც ოპოზიციას აქვს. „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის თუ რაღაცის შედეგად, ფაქტობრივად, არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მსგავსი 4-5 პარტია. შეიძლება, მეტიც. ფაქტობრივად, ეს არის ოპოზიციის მთავარი სისუსტე, რომელშიც ვერ ლაგდება ისეთი კონფიგურაცია, სადაც შეიძლება პოლიტიკური თამაშის ადეკვატურად წარმოება. ვერ ხერხდება, რომ ოპოზიცია ერთ მაგიდასთან დაჯდეს, თუნდაც ცივილურ ფარგლებში იდებატოს და მოსახლეობა დაარწმუნოს, თუ ის აღწევს წარმატებას შემდგომ არჩევნებზე, რა იქნება მოსახლეობის მომავალი.  როდესაც ისმის განცხადებები იმის შესახებ, რომ ვიღაც ჰპირდება მაგალითად, 1 000-ლარიან პენსიას, როგორც „ლელოს“ შემთხვევაშია და შენც ზიხარ იმავე მაგიდასთან, მაგალითად, თქვენს სტუდიაში, ხომ ძალიან რთულია, ასეთ ოპოზიციურ ძალასთან არ შეხვიდე დებატებში, რადგან პირდაპირ, ღიად ატყუებს ამომრჩეველს. ან, მაგალითად, მეორე შემთხვევა, ვიდრე ეთერში შემოვიდოდი, მესმოდა, რომ ვიღაც აპირებს, ბიძინა ივანიშვილი გაუშვას მოსკოვში. ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ მე დავიკავებ შენს ადგილს, როგორც შენ ხარ, ვთქვათ, ერთპიროვნული მმართველი ამ ცენტრალიზებული სისტემის, ისე მე ვიქნები ერთპიროვნული მმართველი ცენტრალიზებული სისტემის და წინასწარ გიცხადებ, რომ ამის გაკეთებას ვაპირებ. ვერ ამიხსნით, თითოეულ ოპოზიციურ პარტიას კონკრეტულად  რა უნდა და რითი განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან. შესაბამისად, როცა ასეთი სიტუაციაა, რთულია, ჩვენ გვქონდეს იმედი, რომ ოპოზიცია ახლა მართლა რაღაცაზე მოილაპარაკებს, დაკოორდინირდება და ა.შ. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ მთავარი სიძლიერე ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ ოპოზიცია არის დაქსაქსული, ერთმანეთს არ ენდობა და ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთს მნიშვნელოვნად აზარალებს. ფაქტობრივად, შეუძლებელია, ასეთი ტყუილების და დაპირებების ფარგლებში თქვა, აი, ჩვენ ვართ ოპოზიცია და ვაპირებთ, ერთად მოვიგოთ. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მოვიგო „ლელოსთან“ ერთად; რა არის ის შემთხვევა, როდესაც მე და ჩვენი პარტია, მაგალითად, „ლელოსთან“ ვთანამშრომლობთ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა