რა კავშირი ჰქონდა „ვილა ალგეთის“ მეპატრონეს ვანო ჩხარტიშვილთან - ელისო კილაძე ბაჩალიაშვილის საქმეზე ახალ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

სულ ნახვები : 3,870
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მომაწოდეს ინფორმაცია, რომ გიორგი ღარიბაშვილი, „ვილა ალგეთის“ მეპატრონე 3 კვირის წინ სრულიად მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა,“ - განუცხადა CNews-ს „ქრონიკა +“-ის მთავარმა რედაქტორმა, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ დეტალებზე საუბრისას.

მისივე თქმით, „ვილაალგეთის“ მეპატრონე დაკითხული არ იყო.

 „ვილა ალგეთი“ არის სასტუმრო, სადაც, ჩემი წყაროს იფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი იმყოფებოდა. ის ეძებდა ლოკაციას სწორედ ამ ადგილას.

მომაწოდეს ინფორმაცია, რომ გიორგი ღარიბაშვილი, სასტუმროს მეპატრონე, 3 კვირის წინ სრულიად მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა. ჩემი წყაროები ამ გარდაცვლებას საეჭვო ვითარებად თვლიან. გიორგი ღარიბაშვილი დაკითხული არ იყო,  სამაგიეროდ, დაკითხეს ყველა ის პირი, მათ შორის, პროგრამისტები, რომელსაც ოდესმე დაუგუგლავს „ვილა ალგეთი“, - განაცხადა კილაძემ

კილაძის თქმით, „ვილაალგეთის“ მეპატრონის, გიორგი ღარიბაშვილის სიძე, ვანო ჩხარტიშვილი დაცვის წევრია, რაც ეჭვებს აღძრავს.  რაც შეეხება გამოძიებას, დღემდე ამ დეტალებით არ დაინტერესებულა, ხოლო თუ ვინმეს „დაგუგლული“ ჰქონდა „ვილა ალგეთი“, დაკითხეს.

„სულ ახლახანს კიდევ ერთი სკანდალური ინფორმაცია გახდა ცნობილი, ექსკლუზიურად გეუბნებით, რომ „ვილა ალგეთის“ მეპატრონის, გიორგი ღარიბაშვილის სიძე, მინდია ცხადაძე გახლავთ ვანო ჩხარტიშვილის დაცვის წევრი, ეს გარემობები არის, მინიმუმ, საეჭვო. ცხადია, არაფერს ვამტკიცებთ კატეგორიულად, ეს იყო თემები, რომლებიც გამოძიებას უნდა გამოეკვლია, მაგრამ ამ მიმართულებით გამოძიებას არაფერი გაუკეთებია. მეტიც, „ვილა ალეგთის“ თემა როგორც კი შემოვიდა ბაჩალიაშვიულის მკვლელობის საქმეში, ძალიან სწრაფად საქმე თვითმკვლელობის მუხლით დახურეს,“ - განაცხდა CNews-თან საუბრისას „ქრონიკა +” მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა