არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის საქართველოს ევროინტეგრაცია - გახარია

სულ ნახვები : 188
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ჩვენ ქართველებმა, რიგითმა მოქალაქეებმა ევროპარლამენტარებს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენთვის არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის საქართველოს ევროინტეგრაცია“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

გახარია მოუწოდებს ევროპარლამენტარებს, რომ დაეხმარონ საქართველოს სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში.

„რეზოლუცია, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო, მე რამდენიმე დღის წინ ვიყავი ბრიუსელში და როგორც აღნიშნავენ, რეზოლუცია იქნება ერთმნიშვნელოვნად მწვავე და ეს დღეს “ქართული ოცნების” პირობებში ძალიან რთული, კომპლექსური საკითხია , ეს არის “ოცნების” ხელისუფლების ჩვეულებრივი უსუსურობა, რომელიც ან ვერ აკეთებს ან შეიძლება არაფერს არ აკეთებს, რომ მსგავსი რეზოლუციები საქართველოს მიმართ არ იყოს ინიცირებული და შემდგომ ამას ძალიან კარგად პიარულ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად იყენებს. მეც მიმუშავია და მსგავსი რეზოლუციები ხშირად ყოფილა ინიცირებული,  მაგრამ საგარეო უწყების მუშაობის შედეგად ეს ყველაფერი ნორმალურ დიპლომატიურ ფორმებში გადასულა. ეს აზიანებს ქვეყანას და ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ქართველი ხალხის ისეთ მიღწევებს ეხება, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია, შეუძლებელია. მესმის შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს ლეგიტიმური უფლება ქართველი ხალხის ეს მიღწევა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს, მაგრამ საბოლოო ჯამში მინდა გითხრათ, რომ რეზოლუცია არის ძალიან მძიმე საქართველოსთვის, როგორც ხელისუფლებისთვის, მაგრამ მე ეჭვი მაქვს, რომ ამ ხელისუფლებას სულ ფეხებზე ჰკიდია ეს რეზოლუცია, რას დაწერენ იქ,მაგრამ პირველ რიგში ეს არის მძიმე ხალხისთვის ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, თუ ოცნება არ მუშაობს და ოცნება იყენებს მსგავს რეზოლუციებს თავისი პროპაგანდისტული მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ ხალხს და თითოეულ ევროპარლამენტარს მინდა ვუთხრა აქედან, საქართველოდან ჩვენი სათქმელი, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ვერც მიშა სააკაშვილის თავისუფლებაზე და ვერც ივანიშვილის დასანქცირებაზე ან კიდე ვიღაცების დასანქცირებაზე ვერ გაივლის. იმიტომ რომ, ეს არის ქართველი ხახლის მიზანი და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ არჩევნებამდე გვაქვს დარჩენილი ექვსი თვე  მეგობრებო მოგვეხმარეთ იმაში, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი, კონკურენტული და დემოკრატიული, ეს არის დღეს ჩვენი მთავარი მიზანი. ვინმეს თუ ეგონა ან ჰგონია, რომ დარჩენილ შვიდ თვეში ან ექვს თვეში ცხრა პუნქტიან გეგმას ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება შეასრულებდა, რა თქმა უნდა, ეს ილუზია იყო, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ქართველებმა რიგითმა მოქალაქეებმა ევროპარლამენტარებს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენთვის არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის საქართველოს ევროინტეგრაცია“, - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა