ლელა წურწუმიას სარვამარტო საჩუქარი მსმენელს

სულ ნახვები : 1,675
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს, 8 მარტს ქართული სცენის პოპ დივა, ლელა წურწუმია, საკუთარ მსმენელს მორიგ საკონცერტო პროგრამას უმზადებს.

მომღერლის სოლო კონცერტი, საკონცერტო სივრცე „მონო ჰოლში“ შეგდება. შემსრულებელი მსმენელის წინაშე ბენდთან ერთად „ჩვენი ბენდი“ წარდგება და როგორც თავად ამბობს, კარგად ნაცნობ ძველ და ახალ კომპოზიციებს შეასრულებს.

საკონცერტო სივრცის კარი 21:30 წუთზე გაიღება. ლელა წურწუმიას სოლო კონცერტის დაწყებამდე, მსმენელის განწყობაზე დიჯეი „DICHO“ იზრუნებს, ხოლო თავად მომღერალი სცენაზე 00:00 საათზე ავა.

ცნობისთვის, ლელა წურწუმია ქართული ესტრადის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავია, რომელიც მსმენელს ყოველთვის სთავაზობს ახალ რეპერტუარს. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ მომღერალმა ახლახან ჩაწერა ახალი სიმღერა, რომლის ავტორიც კომპოზიტორი გიგა კუხიანიძეა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა