21 კრიტიკული კერაა - უცხოელი სპეციალისტები გელათში საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარებას იწყებენ
...
ქვეყნის ისტორიული კულტურული ძეგლი, გელათი, და ღვთისმშობლის მოზაიკა განადგურების პირასაა. გერმანელი, ინგლისელი და იტალიელი სპეციალისტები რამდენიმე დღეა გელათის მონასტერში არსებულ ვითარებას სწავლობენ.
როგორც არიქიმანდრიტი კირიონი აცხადებს, სპეციალისტები 21 კრიტიკულ კერაზე გადაუდებელ საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარებას დაიწყებენ.
მისი თქმით, სპეციალისტებს კედელი დახვდათ ისეთ მდგომარეობაში, რის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების დაწყება შესაძლებელია.
„ის 21 კრიტიკული კერა, რომელიც მანამდე მუშაობის შედეგად მონიშნული იყო, მათ თქვეს, რომ ჩვენ დავიწყებთ ამ 21 კრიტიკულ კერაზე გადაუდებელ საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარებას, რაც ძალიან კარგი ამბავია იმიტომ, რომ შეიძლებოდა მათ ეთქვათ, რომ ჯერ კედელი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ჩვენ მუშაობა შევძლოთო. ასევე, სასიხარულო იმიტომ არის, რომ კედელი დახვდათ იმ მდგომარეობაში, შეიძლება რომ მათ ეს სამუშაოები ჩაატარონ. ასევე ჩამოსულია ბატონი რობერტო იტალიიდან, რომელიც დღეს მუშაობს ფლორენციაში მოზაიკის აღდგენაზე და მანაც გუშინდელი დღე, ფაქტობრივად, ხარაჩოზე გაატარა. ის დაიწყებს მოზაიკის შესწავლას მთელი წლის განმავლობაში. მას პროგრამა წლის განმავლობაში გაწერილი აქვს ისე, რომ მთლიანად მოახდინოს ჩვენი, ღვთისმშობლის მოზაიკის ბუნების შესწავლა. ის ამბობს, რომ სანამ მე არ შევისწავლი ამ მოზაიკის ბუნებას იქამდე საკონსერვაციო სამუშაოებს არ დავიწყებ, რომ რამე ოდნავი შეცდომაც კი, დაშვებული არ იქნესო”, - განაცხადა არქიმანდრიტმა.