თეა წულუკიანს გათავისუფლებულმა თანამშრომელმა დავა სამივე ინსტანციის სასამართლოში მოუგო

სულ ნახვები : 238
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კულტურის მინისტრს თეა წულუკიანსა და ეროვნული მუზეუმის ახალ ხელმძღვანელობას გათავისუფლებულმა თანამშრომელმა, დინარა ვაჩნაძემ დავა სამივე ინსტანციის სასამართლოში მოუგო.

ინფორმაციას მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მუზეუმს განაცდურის და კომპენსაციის ანაზღაურების გადახდა დააკისრა.

„19 მარტს, მას შემდეგ, რაც საქმე სასამართლოს სამივე ინსტანციამ განიხილა, აღსრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დინარა ვაჩნაძის საქმეზე, რომლითაც სასამართლომ უკანონოდ ცნო ქალბატონი დინარას გათავისუფლება ეროვნული მუზეუმიდან და მუზეუმს განაცდურის და კომპენსაციის ანაზღაურების გადახდა დააკისრა.

ქალბატონი დინარა ვაჩნაძის ინტერესებს იცავდა სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა