ვენეციის კომისიის არცერთ რეკომენდაციას არ გავიზიარებთ, რომლის პრეცედენტი სხვა ქვეყანაში არ იქნება - მამუკა მდინარაძე

სულ ნახვები : 132
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვენეციის კომისიის არცერთ რეკომენდაციას არ გავიზიარებთ, რომელიც ევროპის არცერთ ქვეყანაში არ იქნება პრეცედენტის სახით, - ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვენეციის კომისიის ის ნაწილი არ გაიზიარეს რაც ცესკოს ეხებოდა და ამის მიზეზიც აქვთ

„გაზიარებული არ არის ის ნაწილი, სადაც პარტიულ წარმომადგენელს ცესკო-ს თავმჯდომარე უნდა შეეცვალა მისი თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, რაც ხაზარაძის პარტიის ამოცანა და გეგმა იყო. ჩვენ ეს ბევრი არგუმენტით არ გავიზიარეთ, მათ შორის იმით, რომ ეს არ არის სწორი სამართლებრივ პრინციპზე დაყრდნობით. ასევე, იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ ევროპის არცერთ ქვეყანაში მიმსგავსებული პრეცედენტიც კი არ არის. იმ ნაწილზე, რომელიც გაზიარებული არ არის, ჩვენი ახსნა გვაქვს და თან ძალიან ობიექტური. ვენეციის კომისიის რეკომენდაცია თუ იქნება ისეთი, რა პრეცედენტიც ევროპის არცერთ ქვეყანაში არ არის და მიმსგავსებული ვერსიაც კი არ არსებობს ცივილიზებულ სამყაროში, ამიერიდან თუ მოგვცემენ, არც იმას გავითვალისწინებთ, წინასწარ ვამბობ “ - განაცხადა  მდინარაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა