უბანი კი არ აკლია, ხალხს აკლია მოტივაცია - ბექა ოდიშარია

სულ ნახვები : 181
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

უბანი კი არ აკლია, ხალხს აკლია მოტივაცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა ოდიშარია ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ოდიშარიას თქმით, აშშ-ში ერთ შტატში სადაც 60 ათასამდე ქ      ართველი ცხოვრობს, არჩევნებში მონაშილეობა 200-მდე ადამიანმას მიიღო.  

 

„არავინ ხელს არ უშლის დიასპორას და ჩვენს ემიგრაციას, რომ ჩაერთონ არჩევნებში. პირიქით, ჩვენი დიპლომატები, ელჩები, კონსულები პროაქტიულად მუშაობენ მათთან. ჩვენ ვხსნით საარჩევნო უბნებს და პრობლემა საარჩევნო უბნების რაოდენობაში კი არ გახლავთ, არამედ პრობლემა იმაშია, რომ ერთ ნაწილს აქვს გაუთვითცნობიერებელი შიში იმისა, რომ დადგეს საკონსულო რეგისტრაციაზე, რის გარეშეც წარმოუდგენელია არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ხოლო მეორე ნაწილს ინტერესი არ აქვს. ამაზე მეტყველებს ციფრები. მხოლოდ აშშ-ში, ერთ ქალაქში, 60 000-მდე ქართველია, საიდანაც დარეგისტრირდა მხოლოდ 721 და არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 174-მა. აქ საუბარი იმაზეა, რომ უბანი აკლია? უბანი კი არ აკლია, ხალხს აკლია მოტივაცია. რატომ? ამაზე ერთად ვიმსჯელოთ, კი ბატონო, ერთად გავწიოთ აგიტაცია, პროპაგანდა. დაგვეხმარონ არა იმაში, რომ ადამიანები შეიყვანონ შეცდომაში და თვალში ნაცარი შეაყარონ. როგორ უნდა გახსნას საქართველოს ბიუჯეტის მქონე სახელმწიფომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და ქალაქში საარჩევნო უბანი, რომლის გახსნაც არის დაკავშირებული მინიმუმ ნახევარ მილიონ ევროსთან. ეს მხოლოდ გახსნა და შემდეგ მისი ოპერირება არის წარმოუდგენელ ხარჯებთან დაკავშირებული. მთელი ბიუჯეტი რომ მივმართოთ, ჩვენ ვერ მოვახერხებთ. ეს არის დემაგოგია. თუ მათ უნდათ, რომ დაეხმარონ ემიგრაციას და დიასპორას, რომ იყვნენ ჩართულები, მათ უნდა მოუწოდონ უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს, რომ დადგნენ საკონსულო აღრიცხვებზე და იქ სადაც არის უბნები, მიიღონ მონაწილეობა," - განაცხადა ოდიშარიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა