უხერხული ამბავია - ნიკა გვარამია ცნობებზე, რომ ნაყოფია ენმ-ის ბორდის თავმჯდომარე ხდება

სულ ნახვები : 212
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარტია ახალის ლიდერი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ყოფილი თავმჯდომარის კობა ნაყოფიას სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

ტვ პირველის ეთერში ნიკა გვარამია პირველების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილი კობა ნაყოფიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ პარტიის ბორდის თავმჯდომარე გახდეს.

გვარამიას თქმით, "გაუკვირდება", თუ კობა ნაყოფია ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და აღნიშნავს, რომ მისთვის "გულდასაწყვეტი და უცნაური" იქნება, თუ ამ გადაწყვეტილების შესახებ თავად ნაყოფიასგან არ გაიგებს.

"რომ გითხრათ, რომ ყველა ინფორმაციას ვფლობ ამ მიმართულებით, ასე არ არის. გულწრფელად გეტყვით, რომ მე ეს ამბავი კობასგან არ გამიგია, უცნაური და გულდასაწყვეტი იქნება, თუ ასეთი რამ ხდება და მე სხვისგან გავიგებ ამ ამბავს, ნუ ფაქტია, რომ ეს საინფორმაციო საშუალებებით გავიგე.

რას იზამს კობა ან რას იზამს სხვა ადამიანი, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი და მეორე და მთავარი, ეს ვერანაირად ვერ შეცვლის და ზემოქმედებას ვერ იქონიებს ჩემს გადაწყვეტილებაზე. ჩემი გადაწყვეტილება და ნიკას გადაწყვეტილებაც უკვე არის ცნობილი საზოგადოებისთვის და ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება. ჩვენს პარტიას ჰქვია ახალი, მისი ნომერია 4, ვისაც უნდა ჩვენთან კომუნიკაცია, მან იცის ჩვენი სახელი, ნომერი და პირიქით, ეს არ მოხდება, წერტილი.

მე არ მაქვს ასეთი ინფორმაცია ნამდვილად, ახლა რასაც მეუბნებით, ეს აღემატება ჩემს ინფორმაციებს და არ არის კარგი, მინიმუმ ჩემთვის, ცოტა უხერხული ამბავია. გამიკვირდება, წყენა სხვა ტიპის კატეგორიაა, დანამდვილებით გამიკვირდება. ზოგადად, უკვე გასაკვირია ჩემთვის, რომ მედიიდან რაღაცებს ვიგებ იმ საკითხებზე, რომლებიც წესით და რიგით მედიაზე უნდა ვიცოდე. იმედი მაქვს, რომ ეს გაუგებრობაა, თუმცა კიდევ ვამბობ, რომ თუ ეს არ არის გაუგებრობა, ეს ქვეყანას არ დაანგრევს", - განაცხადა გვარამიამ. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა