ივანიშვილი ამოწმებს ხალხის რეაქციას და ის მიიღებს პასუხს - დავით ბერძენიშვილი

სულ ნახვები : 354
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

როგორც ჩანს, ივანიშვილი ამოწმებს ხალხის რეაქციას და ის მიიღებს სათანადო პასუხს, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა, დავით ბერძენიშვილმა Cnews-ს განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ე.წ. რუსული კანონის ხელმეორედ ინიცირების საკითხზე განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის რეალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ დასავლეთი რუსეთის წინაშე მარცხდება და ამიტომ აძლიერებს ანტიდასავლურ ქმედებებს.

„როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი გამყარდა მის რწმენაში, რომ პუტინი იგებს, ამიტომ კოჭს უგორებს პუტინს, - სულ უფრო ზრდის ანტიდასავლურ ქმედებებს, ქალთა პოლიტიკაში  მონაწილეობის საკითხი თავზე გადაახია ბრიუსელს, ამერიკელებს მოსთხოვა მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნა. ეს არის ივანიშვილის მხრიდან შეგნებული ნაბიჯი, თუმცა ის ცდება და პუტინი დამარცხდება, ბოროტების იმპერია და ბიძინა  ივანიშვილი აღმოჩნდება  დამარცხებულების მხარეს“, - განუცხადა Cnews-ს ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, რუსული კანონის ისევ შემობრუნება ხალხის რეაქციის ერთგვარი გამოცდა იქნება.

„ბიძინა ივანიშვილმა კარგად ვერ გაიაზრა, რას ნიშნავს სტუდენტობა, ახალგაზრდობა, ვერ მიხვდა რას ნიშნავს ანტიჩეკისტური, ანტირუსული ჯენზის თაობა. როგორც ჩანს,  ივანიშვილი ამოწმებს ხალხის რეაქციას და ის მიიღებს სათანადო პასუხს“, - აღნიშნა ბერძენიშვილმა Cnews-თან საუბრისას.

ირინა მაკარიძე, Cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა