„ოცნება“ არ გამოსწორდება - იაგო ხვიჩია
...
ქართველ ხალხს მოვუწოდებ, დაიმახსოვრონ ის, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ აკეთებს, როგორ მიაქვს უკან ქართველი ხალხის ნაშრომი და ეს გაბრაზება 26 ოქტომბრისთვის მიიტანოს, - ასე ეხმიანება პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია, რუსული კანონის დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დაბრუნებას.
მისი თქმით, მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ ველზე არეულობისთვის მიიღო და მოუწოდებს ოპოზიციას არ აჰყვეს მას.
„ოპოზიციას მოვუწოდებ, ამ პროვოკაციას არ ავყვეთ. ეს არის პროვოკაციული ცვლილება რომ ამან გამოიწვიოს დავიდარაბა, ჩხუბი და არა დისკუსიები. ქართველ ხალხს მოვუწოდებ, დაიმახსოვრონ ის, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ აკეთებს, როგორ მიაქვს უკან ქართველი ხალხის ნაშრომი და ეს გაბრაზება 26 ოქტომბრისთვის მიიტანოს. „ნაცების“ ტაქტიკა, რომ არ ჰყვებიან, სწორია. ალეკო ელისაშვილმაც ნერვები უნდა მოთოკოს და ამ თემაზე მსჯელობა მშვიდად უნდა გავაგრძელოთ, რათა ქართველმა ხალხმა გაიგოს, “ოცნება “არ გამოსწორდება“, - განაცხადა ხვიჩიამ.