ის შეეხება მხოლოდ ორგანიზაციებს, არა ინდივიდებს - ნინო წილოსანი რუსულ კანონზე

სულ ნახვები : 185
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერქმევა და ის შეეხება მხოლოდ ორგანიზაციებს, არა ინდივიდებს, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ნინო წილოსანი, მმართველი პარტიის მიერ, დღის წესრიგში რუსული კანონის დაბრუნებას.

წილოსანი განმარტავს თუ ვის და რას შეეხება აღნიშნული კანონი და ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი მზად არის, საკითხთან დაკავშირებით დისკუსიისთვის.

„კანონი,  რომელიც  სხვადასხვა  ქვეყანაში უკვე  მოქმედებს (აშშ, ისრაელი, ავსტრალია ) ამასთანავე, არაერთ ქვეყანაში  განიხილება - ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი,  კანადა, ხოლო  საფრანგეთმა აღნიშნული კანონი პირველი მოსმენით უკვე მიიღო, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მხრიდან უცხო ქვეყნიდან მიღებული დაფინანსების გამჭვირვალობას გულისხმობს 

კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერქმევა და ის შეეხება მხოლოდ ორგანიზაციებს, არა ინდივიდებს

რა ვალდებულება აქვს ორგანიზაციას - ყოველი წლის იანვარში წინა წლის შემოსავლების და ხარჯების დეკლარირება იუსტიციის სამინისტროში

ინფორმაციის არ წარმოდგენისთვის გათვალისწინებული ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით

ყველანაირი მანიპულაციების თავიდან ასაცილებლად, დაინტერესებულ პირებს გთავაზობთ წაიკითხოთ, მხოლოდ 6 გვერდიანი პროექტია

ყველაფერი ამის გათვალისწინებით, მზად ვართ, დეტალური და საფუძვლიანი დისკუსიებისთვის“, - წერს წილოსანი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა