მოსკოვი გულშემატკივრობს „ქართულ ოცნებას“ და ამ კანონპროექტის კანონად მიღებას - მელია

სულ ნახვები : 99
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება განეიტრალებული სახელმწიფოებრივი საფრთხე - ამის შესახებ პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვი გულშემატკივრობს „ქართულ ოცნებას“ და ამ კანონპროექტის კანონად მიღებას.

„ეს გაცილებით მეტია, ვიდრე აქცია. ეს არის სახალხო მოძრაობა რუსეთის წინააღმდეგ, ეს არის შენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის, ევროპული და ეროვნული იდეის განხორციელების შანსის შენარჩუნების ბრძოლა ძალიან მშვიდობიანად ძალიან განსხვავებული ადამიანების მიერ.  იმის დადასტურება რომ ამ ქვეყნის, ამ სახელმწიფოს ბატონ-პატრონი, საკუთარი ბედის და ამ ქვეყნის მომავლის ბედის განმსაზღვრელი არის ხალხი და არა ბიძინა ივანიშვილი, არა მდინარაძე, არა კალაძე და არც ერთი რუსი მოსკოვში.

მარტივად ვამბობ - ამ პროცესს გულშემატკივრობს ყველა სხვადასხვანაირად, არ გულშემატკივრობს მხოლოდ მოსკოვი. მოსკოვი გულშემატკივრობს „ქართულ ოცნებას“ და ამ კანონპროექტის კანონად მიღებას.

ეს კანონი თავიდან ბოლომდე არის რუსული თავისი სულისკვეთებით და მიზნით.

რაც შეეხება აქციებს, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება განეიტრალებული სახელმწიფოებრივი საფრთხე. სახელმწიფოებრივი საფრთხე არის ძალიან რეალური, როდესაც ამ კანონპროექტის კანონად ქცევა სურს რუსულ ხელისუფლებას და შემდეგ უნდა, რომ ამ კანონის აღსრულების ძალა შეეხოს ყველას და ყველაფერს.  ამიტომ, ბუნებრივია, სამოქალაქო, ეროვნული წინააღმდეგობა, მშვიდობიანი მოძრაობა, რასაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში თვალყურს ვადევნებთ, გაგრძელდება. რუსულმა ხელისუფლებამ და რუსულმა სპეცრაზმა რაც არ უნდაა გააკეთოს, გუშინ რაც ვიხილეთ ტეხასური ხოცვა-ჟლეტა, ვერ ჩაახშობს ამ ეროვნულ მუხტს. რაც უფრო მალე გაიგებს ივანიშვილი ამას მისთვის უკეთესი იქნება, მაგრამ მისიც ძალიან კარგად მესმის - ის არის გაჯიუტებული საკუთარ შეცდომებში და უკან დასახევი არ აქვს. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს კანონპროექტი არ იქნეს მიღებული და იყოს დემოკრატიული ტალღით ჩანაცვლდეს რუსული ხელისუფლება. ხოლო მშვიდობიანობას უზრუნველყოფს ხალხმრავალი მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლები“ , - განუცხადა მელიამ ჟურნალისტებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა