გნახავთ თქვენ ხალხის წინაშე გამოსულს ბოდიშებით, მაგრამ ეგ არ გავა - გიორგი ვაშაძე უმრავლესობას

სულ ნახვები : 104
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

გნახავთ თქვენ ხალხის წინაშე გამოსულს ბოდიშებით - „დამაძალესო, მაიძულესო“, მაგრამ ეგ არ გავა, - ასე მიმართა  სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა  გიორგი ვაშაძემ საპარლამენტიო უმრავლესობას ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით.

მისი თქმით, დღეს ამ კანონის მიღება არმიღებით წყდება საქართველოს ბედი.

„დღეს წყდება აქ საქართველოს ბედი. ხალხია ერთიანი, ერი და ბერი არის ერთიანი, არავინ არის დარჩენილი, ვინც თქვენს პოზიციას უჭერს მხარს. ბოდიში თქვენ გაქვთ მოსახდელი, ბოდიში ბევრ რამეზე გაქვთ მოსახდელი... დაგინახავთ, გნახავთ თქვენ ხალხის წინაშე გამოსულს ბოდიშებით - „დამაძალესო, მაიძულესო“, მაგრამ ეგ არ გავა, თუ ვინმეს გაშინებენ, გამოდიოთ და თქვით, გვერდით დაგიდგებით“, - განაცხადა ვაშაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა