არასამთავრობოები თავიანთი ფინანსების მხოლოდ 18 %-ს აჩვენებენ - ირაკლი კობახიძე

სულ ნახვები : 185
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ფულს იღებ, ხარჯავ, რატომ არ უნდა გინდოდეს, რომ იყოს გამჭვირვალე, თუ საკუთარ კეთილსინდისიერებაში ხარ დარწმუნებული“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რითაც უცხოურ გამჭვირვალობის კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას ეხმიანება.

მისი თქმით, დიდი არასამთავრობო ორგანიზაციები ცრუობენ, როდესაც აცხადებენ, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა, სინამდვილეში  თავიანთი ფინანსების მხოლოდ 18 პროცენტს აჩვენებენ.

„სინამდვილეში, ჩვენ ამოვიღეთ 7 ორგანიზაციის მონაცემები, მათ შორის მხოლოდ 18 პროცენტი იყო გამჭვირვალე.  არასამართვრობო ორგანიზაციიების დიდი ნაწილი თავს იკავებს ფინანსების გასაჯაროებისგან. 

ფულს იღებ, ხარჯავ, რატომ არ უნდა გინდოდეს, რომ იყოს გამჭვირვალე თუ საკუთარ კეთილსინდისიერებაში ხარ დარწმუნებული?“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა