პარლამენტის წინ მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო აქციის მიუხედავად ტერიტორიაზე პოლიცია არ იმყოფება

სულ ნახვები : 71
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარლამენტის წინ მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო აქციის მიუხედავად ტერიტორიაზე პოლიციელები არ იმყოფებიან. ადგილზე საკანონმდებლო ორგანოსთან დაცვის წარმომადგენლებიც კი არ არიან განლაგებული.

დროას ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით, ხელისუფლებას ერთი ხრიკი აქვს დარჩენილი და ეს არის პროვოკაცია, რისი მანიშნებელიცაა ტერიტორიიდან პოლიციის გაყვანა. რაც შეეხება სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებს, პარლამენტტან რამდენიმე ჯგუფია მობილიზებული.  როგორც ცნობილია, სპეცდანიშნულების ჯგუფები პარლამენტის შენობაშია მობილიზებული.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა