ნუ ნერვიულობთ და ღიზიანდებით ჩართეთ ტელევიზორები და ნახავთ ძალადობრივ ქმედებებს - გომალაური 15-16 აპრილის აქციებზე

სულ ნახვები : 65
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ამ წუთებში შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოდის და დასმულ კითხვებს პასუხობს.

პროცესი ხმაურით დაიწყო - ოპოზიციის მწვავე რეაქცია გამოიწვია გომელაურის ფრაზამ, რომელმაც მშვიდობიან აქციებს ძალადობრივი ქმედება უწოდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს გაფრთხილება მისცა, ხოლო სალომე სამადაშვილს სასესიო დარბაზი დაატოვებინა.

გომელაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიციელებზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას.

„პირველ რიგში მინდა ვისაუბრო ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე. მიმდინარე კვირაში ვნახეთ სამართალდამცველები, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში იყვნენ მობილიზებული სხვადასხვა დროსა და ადგილზე გამართულ საპროტესტო აქციებზე და იცავდნენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას. 15-16 აპრილს აქციის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი. ჩვენთვის, შსს-სთვის, მნიშვნელოვანი იყო როგორც პარლამენტის დეპუტატებისა და აპარატის წევრების, ასევე, აქციის თითოეული მონაწილის უსაფრთხოების ნორმების დაცვა. საზოგადოებამ ისიც ნახა თუ როგორ გადაიზარდა მშვიდობიანი აქცია პირველივე ძალადობრივ ქმედებებში. მაშინ, როდესაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა სრულიად მშვიდ ვითარებაში აქციის მონაწილეები პოლიციელებს ესროდნენ ქვებს, ბოთლებს და საღებავებს, აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ემორჩილებოდნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს - ეს ტელევიზიებშც ნათლად ჩანდა.

ნუ ნერვიულობთ და ნუ ღიზიანდებით ჩართეთ ტელევიზორები, მათ შორის ოპოზიციური ტელევიზიები, და ნახეთ. ამ ძალადობრივი ქმედების შედეგად დაშავდა ხუთი პოლიციელი, აქედან 2 სამედიცინო დაწესებულებაში გადავიყვანეთ. ადმინისტრაციული წესით დაკავდა 40 პირი.

გარკვეული ძალების მიზანი ესკალაცია იყო და ამისთვის იყენებდნენ სხვადასხვა ხერხს, მათ შორის, აგინებდნენ, საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მათ ოჯახის წევრებს, შვილებს - ამის შემდეგ პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ყურება არავისთვის არ იყო სასიამოვნო სანახავი, არც ჩემთვის, დამერწმუნეთ. თუმცა, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი გამოიწვია პოლიციელების მიმართ გაუგონარმა შეურაცხყოფას.

პოლიციელებზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას და ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის დაუშვებელი“ ,  - განაცხადა მინისტრმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა