რაც უფრო აგრესიულები იქნებით და ლაპარაკის ნაცვლად ძალადობას მიმართავთ, მით მეტად იქნება უსაფრთხოება გამკაცრებული - პაპუაშვილი ოპოზიციას

სულ ნახვები : 95
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რაც უფრო მეტად მშვიდი იქნებით, პარლამენტში მით უფრო ნაკლები უსაფრთხოების წესები იქნება საჭირო - ასე მიმართა  პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ოპოზიციას.

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი გამოირჩევა რადიკალიზმით.

„რაც შეეხება უსაფრთხოების რეჟიმს, გამოწვეული არის იმით, რომ, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი გამოირჩევა რადიკალიზმით, მათ შორის, წინა დღეებთან დაკავშირებით, ვნახეთ, რომ ყოველ ჯერზე ოპოზიციის და ენჯეოების მიერ მოწოდებული აქციები იზრდებოდა, ყოველ ჯერზე ხდებოდა აგრესიის გამოვლენა, მათ შორის, პოლიციელების წინააღმდეგ და სხვადასხვა საგნების სროლა. ჩვენ გვაქვს შარშან მარტიდან ცუდი გამოცდილება, რომ ოპოზიცია, რომელიც არგუმენტით ვერ ჭრის, ცდილობს, რომ ძალით გაჭრას. და ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლების, პარლამენტის წევრების უსაფრთხოების დაცვისთვის და ასევე სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით არის ხოლმე ასეთი რეჟიმი დაწესებული. და მგონი ამ დღეებმაც აჩვენა, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო, მათ შორის სამუშაო პროცესი გვაქვს უზრუნველყოფილი და ასევე, უსაფრთხოებაც, შესაბამისად, იყო უზრუნველყოფილი. ამიტომ, რა გითხრათ, რაც უფრო მეტად მშვიდი იქნებით თქვენ, მით უფრო ნაკლები უსაფრთხოების წესები იქნება საჭირო. რაც უფრო აგრესიულები იქნებით და ლაპარაკის ნაცვლად ძალადობას მიმართავთ, მით მეტად იქნება უსაფრთხოება. ეს ჩემი ვალდებულებაა“, - თქვა პაპუაშვილმა

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა