თუ კი თქვენ ბოროტად გამოიყენებთ ინტერპელაციის პროცედურებს, ამის საპასუხო ნაბიჯებიც შეიძლება იყოს - შალვა პაპუაშვილი

სულ ნახვები : 120
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თუ კი თქვენ ბოროტად გამოიყენებთ ინტერპელაციის პროცედურებს, ამის საპასუხო ნაბიჯებიც შეიძლება იყოს - ასე მიმართა  პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსულ შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს კითხვებს 16-17 აპრილის აქციებზე ძალადობისა და დაკავების ფაქტებთან დაკავშირებით უსვამდნენ.

პაპუაშვილის თქმით, რეგლამენტის თანახმად, მას შეუძლია დეპუტატებს ამგვარი განცხადებები შეაწყვეტინოს..

„კოლეგებო, ბატონო არმაზ, მე  როგორც ვხვდები, ფემიციდისა და ნარკოდანაშაულის საკითხი თქვენ არ გაწუხებთ, იმიტომ რომ ამაზე არ ისაუბრეთ. მინდა მოგმართოთ, სამომავლოდაც, ინტერპელაცია არის სპეციფიკური პროცედურა და ნუ... არ მინდა, რომ დისკრედიტირება მოახდინოთ საპარლამენტო პროცედურების... მაშინ, თუ კი თქვენ ბოროტად გამოიყენებთ ინტერპელაციის პროცედურებს, ამის საპასუხო ნაბიჯებიც შეიძლება იყოს. რეგლამენტში ჩვენ გვაქვს პოლიტიკური დებატების... ინტერპელაციაზე მინისტრის მოწვევა და შემდეგ ამის გამოყენება საკუთარი პოლიტიკური განცხადებებისთვის, არაკეთილსინდისიერი საქციელია, სხვათა შორის, რეგლამენტით შემიძლია, შეგაწყვეტინოთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ ეს განცხადება ოპოზიციონერი დეპუტატის, არმაზ ახვლედიანის გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა