კალაძე იტყუება, როდესაც აცხადებს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერებას 27 ქვეყნის თანხმობა სჭირდება - გია ჯაფარიძე

სულ ნახვები : 656
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კალაძე იტყუება, როდესაც აცხადებს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერებას 27 ქვეყნის თანხმობა სჭირდება, ამ კანონის ინიცირებით უვიზო რეჟიმი უკვე არის საფრთხეში, - განუცხადა CNews-ს საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა, „ილია ჭავჭავაძის ცენტრის“ ბორდის წერმა,  დიპლომატმა გია ჯაფარიძემ.

მისი თქმით, უვიზო რეჟიმის შეჩერების პროცესის წამოწყება  ერთ სახელმწიფოსაც შეუძლია, გადაწყვეტილება კი უმრავლესობით მიიღება.

„ნებისმიერ ქვეყანას, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს შეუძლია ეს საკითხი დასვას. მთავარი ტყუილი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე იტყუება, როდესაც აცხადებს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერებას 27 ქვეყნის თანხმობა სჭირდება.  ეს ასე არ არის. ამ გადაწყვეტილების მიღებისათვის არ არის საჭირო ერთსულოვნება, ეს გადაწყვეტილება უბრალო უმრავლესობით მიიღება.  ევროპის კავშირში გადაწყვეტილების მიღებას აქვს თავისი წესი - არის საკითხები, რაზეც გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება  ერთსულოვნება, ყველა ქვეყანა  უნდა იყოს თანახმა, მაგალითად, ასეთი საკითხი არის გაფართოების საკითხი.  ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის ის საკითხი, რასაც ერთსულოვნება სჭირდება.  ანუ, კალაძე იტყუება ჩვეულებრივად“, - განუცხადა  CNews-ს გია ჯაფარიძემ

რაც შეეხება  ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესის დაბლოკვას, ჯაფარიძის თქმით, „ქართული ოცნებას“ უნგრეთი ამ საკითხში ვერ დაეხმარება. 

 „ხალხს მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია, თითქოს ერთ ქვეყანას შეუძლია საკითხი დაბლოკოს,  - ვერ დაბლოკავს. ანუ, ამათ თუ იმედი აქვთ, რომ უნგრეთი რამის დაბლოკვას შეძლებს, ვერ დაბლოკავს. ვერც უნგრეთი დაბლოკავს და  სხვა ქვეყნებიც რომ შეიმატონ, ვერ დაბლოკავენ. ეს არის საკითხი, რომელიც წყდება უბრალო უმრავლესობით, ან კვალიფიციური უმრავლესობით, შესაბამისად, 27 ქვეყნის ერთსულოვნება ამ საკითხის გადასაწყვეტად საჭირო არ არის.  ყველაფერს იტყუებიან, იმიტომ რომ იციან, რომ უვიზო რეჟიმი უკვე არის საფრთხეში, ამ კანონის ინიცირებით უვიზო რეჟიმი უკვე არის საფრთხეში“, - განუცხადა  CNews-ს გია ჯაფარიძემ.

ირინა მაკარიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა