რუსული კანონის საწინააღმდეგო პოსტების გამო მეუფე ანტონმა ბაღდათში მღვდელს მსახურება აუკრძალა

სულ ნახვები : 3,265
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მეუფე ანტონმა ბაღდათის საკათედრო ტაძრის წინამძღვარ, მამა მაკარს (დათო აბესაძე) რუსული კანონის წინააღმდეგ წასვლის გამო, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

გარდა ამისა CNews-ს წყარო უყვება, რომ ვანისა და ბაღდათი ეპარქიის წინამძღოლმა, მეუფე ანტონმა, მამა მაკარს აუკრძალა ბაღდათის საკათედრო ტაძარში შესვლა და წირვა-ლოცვის აღვლენა, ასევე საუბარი იყო მისთვის მღვდელმსახურების სრულად შეჩერებაზე, თუმცა ამ საკითხის განხილვა, როგორც CNews-თვის გახდა ცნობილი, ამაღლების დღესასწაულამდე გადაიდო. 

„მას შემდეგ რაც მამა მაკარმა facebook-ზე გააზიარა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის რამდენიმე კადრი, მის წინააღმდეგ ერთგვარი შავი კამპანია დაიწყეს.

მეუფე ანტონი ისევე როგორც ვანში, ასევე ბაღდათში ატარებს პერიოდულად წირვა-ლოცვას და ახლაც მოვიდა. როდესაც წირვა დასრულდა, მას შემდეგ მეუფე ანტონი მივიდა მამა მაკართან და იმის გამო, რომ ის სოციალურ ქსელში ერთგვარად რუსული კანონის წინააღმდეგ აზიარებდა ვიდეოებს, მას უთხრა, რომ ის ამ ქმედებით КГБ-ს წინააღმდეგ მიდიოდა. მრევლის წარმომადგენლები ამაზე ხმამაღლა ვერ საუბრობენ, რადგანაც ბაღდათში „ქართულ ოცნებას“ თითქმის ყველა დაშანტაჟებული ჰყავს, თუმცა პირად საუბრებში იმ ადამიანებმა, რომლებიც გახდნენ იმ ყველაფრის შემსწრე, რაც მოხდა ტაძარში მეუფე ანტონსა და მამა მაკარს შორის ყვებიან, რომ მეუფე ანტონმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ადგილი ჰქონდა ასევე ფიზიკურად შეხებასაც, რის შემდეგაც მამა მაკარი ცუდად გახდა და მისი მდგომარეობიდან გამოყვანა მრევლმა შეძლო“,- გვიყვება წყარო. 

ის, რომ ბაღდათის ეპარქიაში არის პრობლემები, ამას ეკლესიის სტიქაროსნის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარიც მოწმობს, სადაც ის წერს, რომ ეს არის ეპარქიის შიდა პრობლემა და არ საჭიროებს საერო პირების ჩარევას. 

„არაფერი არ ხდება, ეპარქია - შიდა საეკლესიო საკითხებში თავად გაერკვევა, რომლებზეც გარე ძალები ზეგავლენას ვერ მოახდენენ. არ საჭიროებს ეს პროცესი ასეთ დაძაბვას“, - წერს უჩა გელხვიიძე. 

ამავდროულად ბოლო ინფორმაციით Cnews-თვის ცნობილი ხდება, რომ მამა მაკარს, რომელიც ამჟამად მონასტერში ცხოვრობს, აღნიშნული ტერიტორიიდან გაძევებას უპირებენ. 

Cnews- საკითხის გასარკვევად ასევე დაუკავშირდა საპატრიარქოს პრეს სამსახურის ხელმძღვანელს ანდრია ჯაღმაიძეს, რომელმაც აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მომხდარზე ინფორმაციას არ ფლობს. 

გიგა გელხვიიძე CNews.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა