სოსო ბერიკაშვილი არის არაკაცი, ამ სიტუაციას პოლიტიკური კარიერისთვის იყენებს - კახა შენგელია

სულ ნახვები : 390
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სოსო ბერიკაშვილი არის არაკაცი, რომ ამ სიტუაციას იყენებს მისი პოლიტიკური კარიერისთვის, - ამის შესახებ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ გამოცემა „რადიო თავისუფლებასთან“  განაცხადა.

მისი თქმით, მისი გაშვება დიდი ხანია უნდოდა, რადგან არ იყო შესაბამისი კვალიფიკაციის კადრი.

"სოსო ბერიკაშვილი არის არაკაცი, რომ ამ სიტუაციას იყენებს მისი პოლიტიკური კარიერისთვის. მისი გაშვება დიდი ხანია მინდოდა, რადგან ის არ იყო შესაბამისი კვალიფიკაციის დეკანი. სამწუხაროდ, დაემთხვა ამ სიტუაციას და ის ახლა იყენებს სათავისოდ რომ როგორმე რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მიეკედელოს" - განაცხადა შენგელიამ.

როგორც შენგელია აღნიშნავს, სოსო ბერიკაშვილის მიზნებში უნივერსიტეტის რეპუტაციული დაზიანება შედიოდა.

ცნობისთვის, სოსო ბერიკაშვილის სოლიდარობის ნიშნად კავკასიის უნივერსიტეტი რამდენიმე ლექტორმა დატოვა, მათ შორის ლევან ბერძენიშვილმა და ნიკო ნერგაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა