ერთი კაცის ღალატის მონაწილეები გახდით, ორ მილიარდად ყიდის ქვეყანას ივანიშვილი - გიორგი ბოტკოველი

სულ ნახვები : 253
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ვინმე დარჩა კიდე ვინც არ გითხრათ, რომ ეს კანონი არ არის რუსული?  ამას გეუბნებათ გარშემო ყველა, მაგრამ ხომ ყველაფერი დადასტურდა უკვე ბოლო დღეების განმავლობაში რომ ერთი კაცის ფულის გადასარჩენად აკეთებთ,  ერთი კაცის ნება-სურვილს ასრულებთ, ერთი კაცის ღალატის მონაწილეები გახდით. ორ მილიარდად ყიდის ქვეყანას ივანიშვილი.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური მიმართულები მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა პლენალურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას

„ვინმე დარჩა კიდე ვინც არ გითხრათ, რომ ეს კანონი არ არის რუსული?  სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, სპორტსმენები, ხელოვანები, პედაგოგები, ექიმები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, ყველა გეუბნებათ, რომ ეს კანონი ეხებათ მათ. ეს კანონი ეხება მათ პროფესიულ განვითარებას, ეს კანონი ეხება და ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ეს კანონი ეხება და ხელს უშლის ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას. ამას გეუბნებათ გარშემო ყველა, საკუთარი მეგობრები გეუბნებიან, საკუთარი მეგობრის შვილები გეუბნებიან, საკუთარი შვილების მეგობრები გეუბნებიან. რატომ არ გესმით? რატომ არ გინდათ, რომ გაიგოთ? მაგრამ ეს ყველაფერი ხომ რეალურად გამოჩნდა უკვე და დადასტურდა ბოლო დღეების განმავლობაში თუ რატომ აკეთებთ ამას. აკეთებთ იმიტომ, რომ ერთი კაცის ფული გადაარჩინოთ, ერთი კაცის ნება-სურვილი შეასრულოთ, ერთი კაცის ღალატის მონაწილეები გახდეთ. ეს არის სამწუხარო ნებისმიერი ქართველისთვის, ნებისმიერი მოქალაქისთვის ასეთი რამ დასანანია და მე მართლა მინდა, რომ თანავიგრძნო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩათრეულია ამ პროცესში. გუშინ ეს ხომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როდესაც გამოდგა კობახიძე და ილაპარაკა იმაზე, რომ თურმე მთავარი პრობლემა არის ის და იმიტომ ყიდის ივანიშვილი ჩვენს ქვეყანას, რომ მან ორი მილიარდი უნდა დაიბრუნოს. თქვენ რა შეგხვდებათ იმ ორი მილიარდიდან? თქვენ რა თანამონაწილეობა გაქვთ იმ ორ მილიარდში? ივანიშვილი აუცილებლად მიიღებს საკადრის პასუხს ქართველი ხალხისგან ,აუცილებლად მიიღებს საკადრის პასუხს ჩვენი პარტნიორებისგან, მაგრამ თქვენ უნდა მოიკითხოთ რა ადგილი გექნებათ ამ პროცესში. ის კაცი ალბათ გაიქცევა აქედან, მაგრამ თქვენ სად იქნებით, როგორ გასცემთ პასუხს ქართველ ხალხს, ეს არის მნიშვნელოვანი და ამაზე უნდა იფიქროთ მუდამ“,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა