ვეტო არ სჭირდება „ქართულ ოცნებას“, შეუძლიათ ეს კანონი ერთი მოსმენით გააუქმონ - ნიკა გვარამია

სულ ნახვები : 391
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

„კარგია რომ ბორელთან ერთად, ვარჰეიმაც ეს  თქვა, ვეტო არ ჭირდება ქართულ ოცნებას, მას შეუძლია გააუქმოს ეს კანონი ერთი მოსმენით, ასე რომ ტყუილებს ნუ ლაპარაკობენ“,-ამის შესახებ, პარტია „ახალის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, რუსული კანონის გაუქმება „ქართულ ოცნებას“ ვეტოს დადების გარეშეც შეუძლია.

„განწყობა მკაფიოა, ეს კანონი, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება, ნიშნავს  საქართველოს გადახვევას ევროპული და დასავლური გზისგან. ეს არის მკაფიო და მკაფიოა ის,  რომ საქართველო ვერ დაუახლოვდება ევროპას, ვიდრე ეს კანონი არსებობს და არა მხოლოდ ეს კანონი. ვიდრე საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ასე“, - განაცხადა მან.

ნიკა გვარამია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა,  პაპუაშვილმა თქვა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან  შეხვედრაზე შეთანხმდნენ ევროპელი დიპლომატები და „ქართული ოცნება“, რომ „ქართული ოცნება“ სწორად მოიქცა, როცა სანქცია არ დაუწესეს რუსეთს, სააკაშვილი არ გაათავისუფლეს.

„როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არის ფეიკ-პროპაგანდაში ჩართული, ხომ გასაგებია რაც ხდება, ამიტომ რეალურად შეთანხმება როგორი იყო, ჩვენ ეს ვიცით. შინაარსობრივად  ვერანაირი შეთანხმება ეს ვერ არის, ეს კანონი არ უნდა არსებობდეს, იმისთვის, რომ საქართველომ ევროპული გზა განაგრძოს, წერტილი“,- განაცხადა გვარამიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა