მმართველი პარტია ეკონომიკურ სანქციებს უკვე უწესებს საკუთარ ქვეყანას - პაატა გაფრინდაშვილი

სულ ნახვები : 303
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თუ კი მმართველი პარტია ბოლოდე შეეცდება ამ უგუნურების გატანას და ივანიშვილის ყველა დავალების უსიტყვოდ შესრულებას, ბუნებრივია, ეს დაარტყამს ქვეყნის ეკონომიკას, - ამის შესახებ  „ქრონიკა +“-ს  არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს რეფორმების ასოციაციის- (GRASS)“ დირექტორმა პაატა გაფრინდაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტია ეკონომიკურ სანქციებს უკვე უწესებს საკუთარ ქვეყანას.

„ეკონომიკურ სანქციებს მმართველი პარტია უკვე უწესებს საკუთარ ქვეყანას. რამდენიმე დღის წინ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ კანონპროექტის დაბრუნების შედეგად გამოწვეულმა ტენდენციამ და დაძაბულობამ შესაძლოა კერძო სექტორსა და ქვეყანაში ინვესტივიების განხორციელების სურვილზე ზეგავლენა იქონიოს. მან დიპლომატიურად თქვა, მარტივად რომ ვთქვათ, თუ კი მმართველი პარტია ბოლოდე შეეცდება ამ უგუნურების გატანას და ივანიშვილის ყველა დავალების უსიტყვოდ შესრულებას, ბუნებრივია, ეს დაარტყამს ქვეყნის ეკონომიკას. ეს არ არის მხოლოდ ქართული საზოგადოებისა და ჩვენი მოქალაქეების შეფასება, ეს არის საერთაშორისო პარტნიორების შეფასება, რომ ჩვენს ქვეყანაში ჯერ განელდება და შემდეგ აღარ შემოვა ინვესტიციები. რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენთან ამას გაცილებით უფრო მყისიერი ეფექტი ექნება, თუ კერძო სექტორი დაიწყებს ფიქრს იმის შესახებ, ამ ქვეყანაში ღირს თუ არა ინვესტირება, IBRD -ის პრეზიდენტის სიტყვებით რომ ვთქვა, რაც პრაქტიკაში იმას  ნიშნავს, რომ ისინი ნელ-ნელა გააჩერებენ ინვესტივიებს საქართველოში. რაც შეეხება დაანონსებულ გაფრთხილებას, რომ ამას შეიძლება მოყვეს სანქციები, არავის ეს არ ახარებს, არც ერთ მოქალაქეს და არც მე, მათ შორის, რომ საქართველოს დაუწესონ სანქციები, იქნება ეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური პროგრამების გაჩერება, თუ სხვა ტიპის ეკონომიკური სანქციები“, - განუცხადა „ქრონიკა +“-ს პაატა გაფრინდაშვილმა.

ინტერვიუს სრული ვერსიის წაკითხვა „ქრონიკა +“-ის მიმდინარე კვირის ნომერშია შესაძლებელი.

ირინა მაკარიძე, Cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა