50-მდე ადამიანი, ზონდერები შემოესივნენ ამ სახლს და მესმოდა გინება - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტს თავს დაესხნენ

სულ ნახვები : 264
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეა და სტუდენტურ გაფიცვას უერთდება, თავს დაესხნენ. შემთხვევა მაშინ დაიწყო, როდესაც უნივერსიტეტის სტუდენტები ადმინისტრაციასა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს ხვდებოდნენ. 

 ირაკლი მილაძე ამბობს, რომ საუბარი შეეხებოდა რუსულ კანონთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ოფიციალურ პოზიციას. მას შემდეგ კი რაც გაირკვა, რომ უმაღლესი სასწავლების ხელმძღვანელობა კანონს არ ეწინააღმდეგება, სტუდენტზე ფიზიკური ანგარიშსწორება დაიწყო.

"როცა უკვე გადავწყვიტეთ აუდიტორიიდან გამოსვლა და შეერთება სტუდენტების მარშისთვის, რამდენიმე ადამიანმა ხელი მომკიდა და მთხოვეს გარეთ გასვლა, რომ სალაპარაკო ჰქონდათ ჩემთან, ეს ადამიანები მანამდეც აუდიტორიაში იყვნენ, შავებში იყვნენ ჩაცმულები და როგორც ვიცი არიან ამავე უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები. ქუჩაში როდესაც გავედით, კიდე მთხოვეს სხვაგან გავსულიყავით, რაზეც მე უარი ვუთხარი, ამ დროს ერთ-ერთი წარმომადგენელი წამოვიდა ჩემი მისამართით, ხელი დამარტყა, რაზეც უკვე სხვები წამოვიდნენ დასარტყმელად და უკვე წიწაკის სპრეი ვიხმარე და ამის შემდეგ გამომეკიდნენ. როცა უკვე თავის დაცვის შესაძლებლობა აღარ მქონდა და ეს წიწაკის სპრეი დავახარჯე ამ ადამიანებს, შემდეგ უკვე გავიქეცი და სადღაც უნივერსიტეტიდან 200 მეტრში, მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ ერთი სახლის კარი იყო ღია , შევვარდი ამ სახლში, შემდეგ ჩავკეტე შიგნიდან და 50-მდე ადამიანი, ზონდერები შემოესივნენ ამ სახლს და მესმოდა გინება. მე დამალული ვიყავი"- ამბობს სტუდენტი .

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა