აქ ვარ, თქვენს გვერდზე იმის სათქმელად, რომ მარტო არ ხართ - ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი

სულ ნახვები : 313
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აქ ვარ, თქვენს გვერდზე იმის სათქმელად, რომ მარტო არ ხართ - განაცხადა პარლამენტთან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირმა. 

"მე ვარ აქ, რომ გაჩვენოთ ჩვენი საერთო სოლიდარობა საქართველოს მისწრაფებების მიმართ. მე ჩამოვედი ძალიან პატარა ქვეყნიდან, რომელსაც ძალიან განსხვავებული ისტორია აქვს და ძალიან განსხვავებული გამოცდილება. მაგრამ თავისუფლების ფასეულობები, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის არის ის, რაც ფუნდამენტს ქმნის ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის, რასაც მოაქვს მშვიდობა და რაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. 

ჩვენ ვიყავით პატარა ერი, რომელმაც გაიარა რთული გზა, მაგრამ დღეს მე აქ ვარ, თქვენს გვერდზე იმის სათქმელად, რომ მარტო არ ხართ და თქვენ გაქვთ ჩვენი პატივისცემა"-გააცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა